დუბლიორთა ტურნირის ოცდამეორე მატჩი
2012 წლის 9 მარტს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეორე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” დუბლიორები საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას” მეორე გუნდს მცხეთაში ესტუმრნენ.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, თედო გრიგალაშვილი, რობაქიძე, ჯიქიძე (ღლონტი, 85), გაგოშიძე, გაჩეჩილაძე (ჯუღელი, 46), ფირუზაშვილი, ჭანტურიშვილი, მაჭავარიანი (კვერნაძე, 21), შარვაძე, ხუჯაძე (ეგუტიძე, 74).
”ვიტ-ჯორჯიას” და ”ზესტაფონის” დუბლიორთა დაპირისპირება მცხეთაში, სტადიონ ”მცხეთა-პარკის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა.
თანაბარ ბრძოლაში წარმართული პირველი ნახევრის დასკვნით ნაწილში ზესტაფონელებმა ხელთ იგდეს სათამაშო და ტერიტორიული ინიციატივა და ვახტანგ ჭანტურიშვილის მიერ 45-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს.
მეორე ტაიმში კი თავი იჩინა მარგველთა მეორე გუნდისათვის უსიამოვნო ტრადიციად ქცეულმა "სენმა" - სტუმართა მიერ რამდენიმე ძალიან ხელსაყრელი მომენტის განიავებას 70-ე წუთზე მასპინძელთა საპასუხო გოლი მოჰყვა, ხოლო არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში კი ზესტაფონელებმა ერთი ქულაც დაკარგეს. ორივე გოლი ვეტერინარი ოთარ ჯავაშვილი ანგარიშზეა - მასპინძელთა გამარჯვება ანგარიშით 2-1.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი |