28.02.2012

 

 

 

 

 

დანაკლისისა და დაბრუნებების შესახებ

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველმა გუნდმა, თოვლის გამო გადადებული და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცისს საშეჯიბრო განყოფილების მიერ 2 მარტისათვის დანიშნული, ცხინვალის ”სპარტაკთან” გასამართი მატჩისათვის მზადებას ზესტაფონში დღეს შეუდგა.

 

ზესტაფონელთა პირველმა გუნდმა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. ვარჯიშის ფუნქციონალურ მომზადებაზე გათვლილი სასტარტო ნაწილის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელები ზემოიმერელთა გუნდის დამრიგებელმა გია ჭიაბრიშვილმა ჩაიბარა და აქცენტი ტექნიკურ-ტაქტიკური ხასიათის ვარჯიშებზე იქნა გადატანილი ...

ვარჯიშს გუნდის ყველა ფეხბურთელი არ დასწრებია... როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ალბანელებთან ხვალ გასამართი მატჩისთვის ერთბაშად 4 ზესტაფონელი (როინ კვასხვაძე, მამუკა კობახიძე, შოთა გრიგალაშვილი და თორნიკე გორგიაშვილი) ჰყავს გამოძახებული. ასევე გამოაკლდნენ დღევანდელ ვარჯიშს ალექს ბენაშვილი და შოთა ბაბუნაშვილი, ორივე ეს ფეხბურთელი ანდალუსიაში გამართული შეკრებისას მიღებულ ტრავმებს იშუშებს.

სამაგიეროდ, გუნდსა და საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდნენ თორნიკე აფციაური და გიორგი ხიდეშელი, რომლებიც "ზესტაფონს" ასევე ესპანური შეკრების მიმდინარეობისას გამოაკლდნენ. თორნიკე აფციაური ვარჯიშს ინდივიდუალური პროგრამით შეუდგა. რაც შეეხება ასევე ინდივიდუალური პროგრამით "მომუშავე" გიორგი ხიდეშელსა და იომი ოვონიკოკოს, სასიხარულოა, რომ ვარჯიშის მიმდინარეობისას გია ჭიაბრიშვილმა ეს ფეხბურთელები საერთო ჯგუფშიც დატვირთა.

აუცილებელი აღნიშვნის ღირსია საერთო ჯგუფში თეიმურაზ ღონღაძისა და ჯაბა დვალის დაბრუნება. ორივე ამ ფეხბურთელს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხასიათის პრობლემის გამო გარკვეული პერიოდი გაუცდა, თუმცა სადღეისოდ ყველა უსიამოვნება ჩავლილია ...

გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005