21.02.2012

 

 

 

 

 

ზესტაფონი ფეხბურთის მოლოდინში

 

 

 

 

 

 

ხვალ, 22 თებერვალს, გაიმართება საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის გადადებული მეცხრამეტე ტურის მატჩები. ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”ბაიასთან” გასამართი შეხვედრით დიდი ფეხბურთი ზესტაფონსაც უბრუნდება. გთავაზობთ ტელეკომპანია ”არგოს” სიუჟეტს, რომელიც პირველი საშინაო მატჩისათვის ზემოიმერელთა სამზადისზე მოგვითხრობს.

 

 

აქვე მოგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონისა" და ზუგდიდის "ბაიას" ურთიერთშეხვედრების ისტორია სტარტს 2009 წლიდან იღებს. სულ ერთმანეთში გუნდებმა 9 შეხვედრა გამართეს, რომელთაგან “ზესტაფონმა” 8 მოიგო, ხოლო “ბაიამ” - 1. ცხადია, რომ ბურთების შეფარდებაშიც მარგველთა უპირატესობა ეჭვგარეშეა - 23:6.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005