უამინდობამ კორექტივები ეროვნული ჩემპიონატის გრაფიკშიც შეიტანა
საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში უკანასკნელი დღეების მანძილზე მოსულმა უხვმა ნალექმა, გარკვეული კორექტივები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშებაშიც შეიტანა.
სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილების გდაწყვეტილებით, უხვთოვლიანობისა და ბუნებრივი პირობების გაუარესების გამო, მთლიანად გადაიდო უმაღლესი ლიგის მე-19 ტური, რომელიც 14-15 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო.
საშეჯიბრო განყოფილების ხელმძღვანელის, ნოდარ კაკულიას განცხადებით, უმაღლესი ლიგის მე-20 ტური გეგმის შესაბამისად 19 თებერვალს გაიმართება. გადადებული მე-19 ტურის მატჩებს კი, გუნდები 22 თებერვალს ითამაშებენ.
ცვლილებები შეეხო დუბლების ჩემპიონატსაც. მე-19 ტური ასევე გადაიდება და ჩატარდება 23 თებერვალს. მე-20 ტური კი, გეგმის შესაბამისად ჩატარდება. რაც შეეხება 21-ე ტურს იგი, 27 თებერვალს გაიმართება.
|