08.02.2012

 

 

 

 

 

შეკრების ბოლოსწინა დღე

 

 

 

 

 

ხვალ, 9 თებერვალს, ”მარბელიას თასის” გათამაშების დასკვნით შეხვედრაში ზესტაფონელები რუსულ ”კრილია სოვეტოვს” დაუპირისპირდებიან. წინა დღეების მსგავსად, ზესტაფონელებმა ისევ ორჯერ ივარჯიშეს. იმერელთა რიგებში ინდივიდუალური პროგრამით მოვარჯიშე იომი ოვონიკოკოს, გიორგი ხიდეშელისა და გოგა ბერაიას დანაკლისს დაემატა შოთა ბაბუნაშვილის, თორნიკე აფციაურის, ალექს ბენაშვილისა და ჯაბა დვალის ტრავმები. სამწუხაროდ, ამ ფეხბურთელთა ხვალინდელ მატჩში მონაწილეობაც ეჭქვეშაა დაყენებული. ზესტაფონელთა სხვა ფეხბურთელები კი ჯანმრთელად არიან და ხვალინდელი მატჩისათვის ემზადებიან. შეგახსენებთ, რომ სამარელებთან შეხვედრა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე (თბილისის დროით - 14:00 საათზე) დაიწყება და მარბელიას მუნიციპალურ სტადიონზე გაიმართება.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005