24.02.2007

ზესტაფონის სარკინიგზო თავგადასავალი ...

 

2007 წლის 23 თებერვალს სტარტი აიღო საქართველოს XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრემ. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა მატჩში, რომელიც გაიმართა მიხელი მესხის სახელობის სტადიონზე, დაამარცხა საფეხბურთო კლუბი ”ლოკომოტივი” ანგარიშით 4-1.

მატჩს დაესწრო მაყურებელთა დასანანად მცირე აუდიტორია, დაახლოებით 250-მდე მაყურებელი. შეხვედრის საწყისი წუთები წარიმართა თანაბარ ბრძოლაში - გუნდებს უჭირდათ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფი მიხეილ მესხის სახელობის არენის მინდვრის საფართან შეგუება. თუმცა პირველი ტაიმის მე-17- 19 წუთების ინტერვალში გუნდებმა გატანილი გოლების გაცვლა მოახერხეს - თავდაპირველად რკინიგზელმა ფოფხაძემ კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ლამაზი თავურით სტუმართა კარის ბადეში გადაგზავნა, რითაც მეკარე გრიგოლ ჭანტურიას 827- წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა; ხოლო ერთ წუთში გიორგი ჭელიძემ ანგარიში კვლავ საყაიმო გახადა.

მეორე ტაიმი მარგველთა აშკარა უპირატესობით წარიმართა. ბრაზილიელმა ჟილვან გომეს ვიეირამ მატჩის 53-ე წუთზე მარგველები წინ გაიყვანა, ხოლო გოგა ფიფიამ (65 წ.) და ბექა ნოზაძემ (75 წ.) ზესტაფონელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადეს.

შემდეგ მატჩს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გამართავს შინ თბილისის ”მერანი”-ს წინააღმდეგ. შეხვედრა გაიმართება 2 მარტს, დასაწყისი 15:00 საატზე.

 

23/02/2007- ”ლოკომოტივი” - ”ზესტაფონი” -1-4

დაწვრილებით:

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005