04.02.2012

 

 

 

 

დუბლიორები ”ბენდელას” მეოთხედფინალში

 

 

 

 

 

"ზესტაფონი-2" - "UC-Best" 2-1. მეგი კუპატაძის ფოტო

დასრულდა ზაზა ბენდელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩები. 3 და 4 თებერვალს გამართულ შეხვედრებში მოპოვებული თითო წაგება-მოგებით საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მეორე გუნდმა ჯგუფური სტადია დაძლია და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

 


3 თებერვალს "ზესტაფონის" დუბლშემადგენლობამ "ბენდელას თასის" გათამაშების რიგით მესამე მატჩი გამართა. ახალგაზრდა ზესტაფონელები საფეხბურთო კლუბ "დინამოს" მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ და 2:6 დამარცხდნენ.


მატჩის მიმდინარეობისას იყო მომენტი, როცა "ზესტაფონი" კარგად ათამაშდა და მეტოქეს მატჩის სადავეები წაართვა, მაგრამ მთლიანობაში დინამოელები ჩვენს გუნდზე უკეთ გამოიყურებოდნენ და საბოლოო შედეგიც ლოგიკური იყო. ამას თავისი ახსნა აქვს. სეზონის პირველ ნაწილთან შედარებით "ზესტაფონის" დუბლშემადგენლობა თითქმის მთლიანადაა გადახალისებული და გუნდში ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომლებიც ახლა ცდილობენ კოლექტივში დამკვიდრებას.

"ზესტაფონმა" შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: პეტრიაშვილი, ტყეშელაშვილი, რობაქიძე, გრიგალაშვილი, გრიგოლაშვილი, გზირიშვილი, რეზესიძე, ხუჭუა, მაჭავარიანი, ხუჯაძე, ფირუზაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: გიორგაძე, ეგუტიძე, ღირდალაძე, გაჩეჩილაძე, ღონღაძე, ჭანტურიშვილი.

ზესტაფონელთა რიგებში თავი გამოიჩინეს შალვა ფირუზაშვილმა და ზურაბ ღირდალაძემ.


***

 

დღეს კი ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში იმერლები რეგიონალურ ლიგაში მოასპარეზე "იუ-სი-ბესტს" დაუპირისპირდნენ და მატჩი დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოიგეს. შედეგად, მარგველებმა 6 ქულა დააგროვეს, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და მეოთხედფინალური სტადიის 6 თებერვალს გასამართ შეხვედრაში "ვიტ-ჯორჯიას" დუბლშემადგენლობას დაუპირისპირდებიან.

 

"ზესტაფონი": პეტრიაშვილი, რობაქიძე, გრიგალაშვილი, გრიგოლაშვილი, ფირუზაშვილი, ჭანტურიშვილი, კირვალიძე, მაჭავარიანი, ღირდალაძე, მელანიშვილი, აბესაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: კახაბრიშვილი, სულაბერძე, ლუკავა, ტუკვაძე, ეგუტიძე, ჯუღელი.
გოლები: კირვალიძე, 10 წთ (1-0); უგონა ნბაჩო, 21 წთ (1-1); ფირუზაშვილი 59 წთ (2-1).

 

ალეკო კაკაურიძე და მათე მუმლაძე სპრციალურად www.fczestafoni.ge-სათვის
   
FC ZESTAFONI © 2005