"კოპა მარბელიას" სტარტზე
ხვალ, 3 თებერვალს, ”მარბელიას თასის” გათამაშების სასტარტო შეხვედრაში ზესტაფონელები ყაზანის ”რუბინს” დაუპირისპირდებიან. ხვალინდელ შეხვედრაში იმერელთა მეტოქე რუსეთის 2-გზის ჩემპიონი და თავის ქვეყნის სუპერთასის მფლობელი გახლავთ. მატჩი ადგილობრივი დროით 19:30 საათზე (თბილისის დროით კი 22:30 საათზე) დაიწყება და ქალაქ მარბელიას მუნიციპალურ სტადიონზე გაიმართება.
წინა დღეების მსგავსად, დღევანდელი დღეც ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმში წარიმართა. გიორგი ჭიაბრიშვილის განკარგულებაში შეკრებაზე მყოფი 25-ვე ფეხბურთელი გახლდათ, თუმცა, უნდა ითქვასს ისიც, რომ როინ კვასხვაძე და იომი ოვონიკოკო ისევ ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან.
ვარჯიშებზე მუშაობა როგორც სათამაშო, ასევე ფუნქციონალური ხასიათის კომპონენტების დახვეწაზე მიმდინარეობს. ვარჯიშის დასაწყისში ფეხბურთელთა ფიზიკურად დატვირთვის შემდეგ, გუნდის საწვრთნელმა შტაბმა სპორტსმენებს ორკარა "გააჩაღებინა", რომლის მიმდინარეობისას ბევრი საინტერესო კომბინაციაც გათამაშდა და არანაკლები ოდენობის ლამაზი გოლი იქნა გატანილი.
შეგახსენებთ, რომ ყაზანელებთან ზესტაფონელთა ხვალინდელი შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და ფეხბურთის მოყვარულებს მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაციის ნახვა შეეძლებათ. აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ მარბელიას თასის გათამაშების ნახევარფინალურ სტადიაში მარგველთა მეტოქის ვინაობას პოლონური "ლეხისა" და რუმინული "ტიმიშოარას" დაპირისპირება გაარკვევს.
|