31.01.2012

 

 

 

 

ინტერვიუ ნიკოლოზ გელაშვილთან

დიდი მადლობა ჩემს თანაგუნდელებსა და მთლიანად საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს"!

"ბოხუმში" ჩემი ეიმედებათ და სიხარულით შემხვდნენ

 

 

 

 

 

ნიკა გელაშვილი "ბოხუმის" მაისურით. ფოტო საიტიდან www.vfl-bochum.de

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრესსამსახური გუნდის ყოფილ ფეხბურთელს ნიკოლოზ გელაშვილს გერმანიაში დაუკავშირდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 26 წლის ფორვარდმა სულ ახლახანს მეორე ბუნდესლიგის "ბოხუმთან" სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

"მარგველთა" ყოფილმა ფორვარდმა ინტერვიუში "ზესტაფონს" მადლობა გადაუხადა და ახალ კლუბსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

- უპირველესყოვლისა, მინდა მოგილოცოთ "ბოხუმში" გადასვლა. გაგვიზიარეთ გერმანულ კლუბში მიღებული პირველი შთაბეჭდილებები.
- პირველ რიგში, ჩემს თანაგუნდელებსა და მთლიანად საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. კლუბმა ძალიან ბევრი მომცა, დღეს ამ დონემდე რომ მივედი და ისეთ გუნდში მოვხვდი, როგორიც "ბოხუმია", მთლიანად "ზესტაფონის" დამსახურებაა.

რაც შეეხება ჩემს პირველ შთაბეჭდილებებს, ძალიან გახარებული ვარ. გუნდში ძალიან კარგად დამხვდნენ და ჩემს მიმართ იმედით არიან განწყობილნი. მინდა ეს იმედები გავამართლო. ახლა ჩემი მთავარი ამოცანა ის არის, რომ ძირითადში ადგილი, რაც შეიძლება მალე დავიმკვიდრო და როგორც "ზესტაფონში" გამოვდიოდი და გოლები გამქონდა, იგივენაირად გავისარჯო "ბოხუმშიც" .

- გერმანიაში მცველები სიხისტით და ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევიან. იქნება თუ არა ეს შენთვის პრობლემა და ასევე ენის ბარიერი?
- კი, ეს პრობლემები არის, მაგრამ გადაულახავი ნამდვილად არაა. გერმანულ ენას მალე ვისწავლი, მასწავლებელი უკვე დამიქირავეს. რაც შეეხება ფიზიკურ მომზადებას, თავიდან შეიძლება გამიჭირდეს, მაგრამ როცა აქაურ ტემპსა და თამაშს შევეჩვევი, მგონია, რომ ეს გადაულახავი ბარიერი არ იქნება.

- ეროვნულ ჩემპიონატში "ზესტაფონის" მაისურით 107 მატჩი ჩაატარე და 63 გოლი გაიტანე, რაც საკმაოდ მაღალი შედეგია. ბუნდესლიგაში როგორ აეწყობა ამ მხრივ შენი საქმე?
- ბევრს ვიშრომებ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "ზესტაფონში" მიღწეული გერმანულ კლუბშიც გავიმეორო.

აქ სხვა ჩემპიონატი, სხვა დონე და სხვა ფეხბურთელები არიან, მაგრამ მიზნის მისაღწევად თავს არ დავზოგავ. დრო გვიჩვენებს ეს რამდენად გამომივა.

- გერმანელები ცხადია ინფორმირებულები იყვნენ, რომ მათ საქართველოს ჩემპიონატის ორგზის საუკეთესო ბომბარდირი, ევროპულ არენაზე წარმატებულად მოასპარეზე ფორვარდი შეუერთდათ. რა იყო გერმანელების პირველი შთაბეჭდილება შენთან შეხვედრისას?
- ძალიან თბილად დამხვდენენ. არ მეგონა თუ საქართველოს ჩემპიონატიდან გადაყვანილ ფეხბურთელს ასე შემეგებებოდნენ. ძალიან გაუხარდათ ჩემი ნახვა და სიხარულით მიმიღეს...

***

 

აუდიო-ინტერვიუ ნიკოლოზ გელაშვილთან, რომელიც გერმანულ "ბოხუმთან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგაა ჩაწერილი -

 



ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005