30.01.2012

 

 

 

 

ნიკოლოზ გელაშვილი კარიერას "ბოხუმში" გააგრძელებს

 

 

 

 

 

ნიკოლოზ გელაშვილი კარიერას გერმანიაში გააგრძელებს

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ნიკოლოზ გელაშვილი, იმერულ კლუბსა და მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელ ”ბოხუმს” შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, კარიერას გერმანიაში გააგრძელებს.

 

დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ექს-ზესტაფონელი გერმანული კლუბის ღირსებას 2015 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

როგორც მოგეხსენებათ, სადღეისოდ “ბოხუმი” მეორე ბუნდესლიგაში ასპარეზობს, თუმცა ისიც კარგადაა ცნობილი, რომ ეს ძველი და ტრადიციული კლუბია და პირველი ბუნდესლიგა რურის წარმომადგენელთათვის უცხო სულაც არაა.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზ გელაშვილს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” შრომითი ხელშეკრულება კვლავაც აკავშირებდა, თავად ფეხბურთელის ახალ დონეზე გადანაცვლების სურვილის გათვალისწინებით და მისი პროფესიული ზრდის ხელშესაწყობად, იმერულმა კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება 2008-2009 და 2010-2011 წლების სეზონში ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის გასხვისების შესახებ. გაირკვა, რომ რურელები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ ზესტაფონელ ფეხბურთელს და მისი თავის რიგებში ხილვაც სურდათ. თავის წინა გუნდის მსგავსად, ნიკოლოზ გელაშვილი "ბოხუმის" რიგებშიც 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” წარმატებას უსურვებს ნიკოლოზ გელაშვილს (უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში კლუბისა და გუნდის გულშემატკივრის ერთგულ სპორტსმენსა და პიროვნებას!) და მის ახალ კლუბს!

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005