18.02.2007

პირველი წარმატება ზამთრის პაუზის შემდეგ .

 

2007 წლის 18 თებერვალს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული ”ყაზბეგი”-ს თასის XVII-ე გათამაშების პირველი მეოთხედფინალური მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა მატჩში, რომელიც გაიმართა ბორჯომის ხელოვნურსაფარიან არენაზე, დაამარცხა ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ანგარიშით 2-1.

მატჩს დაესწრო 500-მდე მაყურებელი, რომელთა შორის მარგველთა გულშემატკივრებიც მრავლად იყვნენ. შეხვედრის საწყისი წუთები წარიმართა თანაბარ ბრძოლაში - გუნდებს ეტყობადათ სასტარტო მღელვარება, თუმცა ტაიმის შუა წუთებისათვის გამოიკვეთა ზესტაფონელთა საგრძნობი ტერიტორიული უპირატესობა. მიუხედავად იმისა, რომ ზესტაფონელ ფეხბურთელებს რამოდენიმეჯერ შეეძლოთ მასპინძელთა კარის დალაშქვრა, პირველი ტაიმი უგოლო ფრისაკენ მიემართებოდა, თუმცა სწორედ ამ დროს ბორჯომის ცენტრალური არენის ტრიბუნებზე შეკრებილმა მაყურებელმა პირველი გოლიც იხილა - ავალიანმა ულამაზესი შორეული დარტყმით შანსი არ დაუტოვა ზესტაფონელთა გოლკიპერ როინ კვასხვაძეს.

მეორე ტაიმში მასპინძლებს დაღლა დაეტყოთ და აშკარად გამოიკვეთა მარგველთა უპირატესობა. ჯერ შეცვლაზე შემოსულმა გოგა ფიფიამ, შემდეგ კი ბრაზილიელმა ჟილვან გომეს ვიეირამ მოახერხეს ბორჯომელთა მეკარე ბექა შეყრილაძის კარის აღება. შეხვედრის უკანასკნელ წუთებში ზესტაფონელებს კვლავაც მართებდათ ანგარიშის შეცვლა, თუმცა საბოლოოდ იგი უცვლელი დარჩა - 1-2.

ეროვნული თასის გათამაშების განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართება 6 მარტს.

 

18/02/2007- ”ბორჯომი” - ”ზესტაფონი” -1-2

დაწვრილებით:

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005