”ზესტაფონი” ესპანეთში მიემგზავრება
|
”ზესტაფონი” ჩემპიონატის განახლებისათვის ანდალუსიაში ზედიზედ მესამედ მოემზადება.
|
ხვალ საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიემგზავრება ესპანეთში, სადაც, 27 იანვრიდან 10 თებერვლამდე პერიოდში, გაიმართება ეროვნული ჩემპიონატისა და ეროვნული თასის გათამაშების განახლებისათვის მზადების დასკვნითი, მეორე მოსამზადებელი ეტაპი.
შეგახსენებთ, რომ ”პირენეულ იბერიაში” მარგველთა შემდეგი 25 ფეხბურთელი გაემგზავრება:
მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე, კახაბერ მეშველიანი;
მცველები: თეიმურაზ ღონღაძე, ზაალ ელიავა, ედიკ საჯაია, გიორგი ონიანი, გიორგი ხიდეშელი, ალექსი ბენაშვილი, მამუკა კობახიძე, თორნიკე გრიგალაშვილი, მალხაზ გაგოშიძე;
ნახევარმცველები: თორნიკე აფციაური, თორნიკე გორგიაშვილი, შოთა გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი, ლევან შარიქაძე, გოგა ბერაია, გურამ სამუშია, დავით რაჟამაშვილი;
თავდამსხმელები: ჯაბა დვალი, რატი წინამძღვრიშვილი, აბაიომი ოვონიკოკო, დავით მუჯირი.
გუნდი ესპანეთის სამეფოში, თბილისი-სტამბული-მალაგა-ესტეპონას მარშრუტით, 27 იანვარს, დილის 5 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრება. ხმელთაშუა ზღვის ანდალუსიურ სანაპიროზე ზესტაფონელები, გიბრალტართან ახლოს, კარგად ნაცნობ სასტუმრო ”H 10 Estepona Palace”-ში დაბინავდებიან ...
|