24.01.2012

 

 

 

 

სპარინგი მარტვილელებთან

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონმა" მზადების პირველი ეტაპი მარტვილელებთან მატჩით დაასრულა

24 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ახალ წელს რიგით მეორე სპარინგ-მატჩი გამართა. ზესტაფონელთა ბაზაზე გამართულ შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონი მარტვილის საფეხბურთო კლუბ ”მერანს” დაუპირისპირდა.

 

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს:

 

”ზესტაფონი”: კვასხვაძე (მამალაძე, 46), ღონღაძე (თორნიკე გრიგალაშვილი, 46), ონიანი, საჯაია (გაგოშიძე, 46), ელიავა (ბენაშვილი, 46), ბერაია (მენთეშაშვილი, 56), შარიქაძე (გორგიაშვილი, 46), ბაბუნაშვილი (დვალი, 40), სამუშია (შოთა გრიგალაშვილი, 46), რაჟამაშვილი (აფციაური, 46), წინამღძვრიშვილი (მუჯირი, 46).

 

მერანი”: შეროზია (შენგელია, 62), ჟვანია, იობაშვილი (კიკალიშვილი, 62), სუხიაშვილი (მელიავა, 62), კაკუშაძე (გეგეჭკორი, 62), დიდავა (წოწორია, 62), მანწკავა (მამედოვი, 62), ელგუჯა გრიგალაშვილი (ფონიავა, 62), ჩალაძე (ტორონჯაძე, 46), ბოხუა (ტორაძე, 46), ამბროლაძე.

 

შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით კი წარიმართა, მაგრამ მათ ზედიზედ რამდენიმე სახიფათო მომენტი გააცუდეს და ტაიმი თითქოს უგოლოდ უნდა დასრულებულიყო. თუმცა, 40-ე წუთზე ანგარიშში დაწინაურება მოახერხეს სტუმრებმა - ანზორ სუხიაშვილის კარგი გადაცემის შემდეგ ზესტაფონელთა საჯარიმოში გიორგი მანწკავა შეიჭრა და თავის გუნდი დააწინაურა...

 

მეორე ტაიმის დასაწყისი მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და იმერლებმა სიტუაციის დროის ექვსწუთიან მონაკვეთში სათავისოდ შემოტრიალება მოახერხეს - 49-ე წუთზე ჯაბა დვალმა ანგარიში საყაიმო გახადა, ხოლო 55-ე წუთზე შოთა გრიგალაშვილმა მეორედ აიღო მარტვილელთა კარი. დარჩენილ დროში გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა, საბოლოოდ, დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება ზესტაფონელებმა მოიპოვეს - 2-1.

 

27 იანვარს, თბილისი-სტამბული-მალაგა-ესტეპონას მარშრუტით, გუნდი სეზონის განახლებისათვის მზადების მეორე ეტაპის გასავლელად პირენეის ნახევარკუნძულზე მიემგზავრება ...

 

 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005