22.01.2012

 

 

 

 

საჩუქარი საკლუბო ატრიბუტიკის მოყვარულებს

 

 

 

 

 

 

სასიამოვნო სიახლე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივართათვის - დღეიდან დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მოქმედ მაღაზიაში იმერული კლუბის ქომაგებს შეუძლიათ სხვადასხვა სახის სპორტული საქონელი და საკლუბო ატრიბუტიკა შეიძინონ.

 

მაღაზიაში მარგველთა ფანებსა და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივრებს გუნდის მაისურების, ზამთრისა და ზაფხულის კაშნეების, ზურგჩანთის, ქუდის და სხვადასხვა სახის ორიგინალური სუვენირების შეძენა შეუძლიათ.

 

ამ ეტაპზე ზემოთნახსენები სპორტული საქონლისა და საკლუბო ატრიბუტიკის შეძენა მხოლოდ ზესტაფონშია შესაძლებელი, თუმცა უახლოეს მომავალში იგეგმება თბილისში მცხოვრები და მოღვაწე "ზესტაფონის" გულშემატკივართა გახარებაც - საყვარელი გუნდის ეკიპირებისა და ზემოიმერელთა საკლუბო ატრიბუტიკის შეძენა თბილისშიც იქნება შესაძლებელი.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ განყოფილება "ფან-მაღაზიას" - FAN-SHOP

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005