"იონა" პლანეტის საუკეთესო ბომბარდირთა შორის
ყველა დროის ბომბარდირები: 186-ე – ზურაბ იონანიძე
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) პლანეტის ყველა დროის 320 საუკეთესო მეგოლის სია გამოაქვეყნა, ანუ იმ ფეხბურთელებისა, რომლებსაც უმაღლეს ლიგაში 200 და მეტი გოლი გაუტანიათ. მხოლოდ უმალესი ლიგა – სხვა რანგის მატჩები არ ითვლება. შოთა არველაძე 91-ე ადგილზეა მსოფლიოს ყველა დროის ბომბარდირებს შორის, ხოლო ზურაბ იონანიძე - 186-ეზე.
... ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებიდან, შოთა არველაძეს ერთი ფეხბურთელი უსწრებს: ესტონელი მაქსიმ გრუზნოვი, რომელიც 39 წლისაა და კვლავ თამაშობს ტალინის “ნარვაში”. გრუზნოვს 451 მატჩში 298 გოლი აქვს გატანილი, თუმცა ისიც სათქმელია, რომ მთელი კარიერა ესტონურ გუნდებში გაუტარებია.
შოთას სტატისტიკა: 430 მატჩში 263 გოლი. თბილისის “დინამო”, “ტრაბზონსფორი”, “აიაქსი”, “გლაზგო რეინჯერსი”, “ალკმაარი” – ამ გუნდებში გაუტანია საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის ბომბარდირს. პლუს, ტყუპისცალს არ ეთვლება თბილისის “მართვეში” გატანილი გოლები, რადგან ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში არ იყო. ასევე, გეცოდინებათ, ქართველმა კარიერა ესპანურ “ლევანტეში” დაასრულა, თუმცა იქ გოლი არ შეუგდია.
იონანიძის სტატისტიკა: 481 მატჩში 231 გოლი. ზურაბს წყალტუბოს “სამგურალში”, ქუთაისის “ტორპედოში”, “სამტრედიაში”, სოჭის “ჟემჩუჟინაში”, ნიჟნი ნოვგოროდის “ლოკომოტივში”, სიმფეროპოლის “ტავრიასა” და “ზესტაფონში” გაუტანია. “იონამ” კარიერა “ზესტაფონში” დაასრულა, ის ამჟამად 40 წლის გახლავთ.
იონანიძე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 200 გოლზე მეტი გაუტანია და ძნელად, რომ მისი რეკორდი ვინმემ დაამხოს. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს წლებში ეს წარმოუდგენელია. 422 მატჩი, 216 გოლი – ასეთია მისი სტატისტიკა უშუალოდ საქართველოს უმაღლეს ლიგაში.
მსოფლიოში N1 ბომბარდირი ლეგენდარული პელეა. ათეულში კიდევ სამი ბრაზილიელია: რობერტო “დინამიტი”, რომარიო და ზიკო. “ზედა რიგში” სჭარბობენ უნგრელები და არგენტინელებიც.
აქვე, ოცეული და პლუს, ქართველებიც:
1. პელე (ბრაზილია) 1957-1977 560 მატჩი, 541 გოლი
2. იოზეფ ბიცანი (ჩეხოსლოვაკია) 1931-1955 341, 518
3. ფერენც პუშკაში (უნგრეთი) 1943-1966 533, 511
4. რომარიო (ბრაზილია) 1985-2007 612, 489
5. რობერტო “დინამიტი” (ბრაზილია) 1971-1992 758, 470
6. იმრე შლოსერი (უნგრეთი) 1905-1928 318, 417
7. დიულა ჟენგელერი (უნგრეთი) 1935-1952 394, 416
8. ჯეიმს მაკგრორი (შოტლანდია) 1922-1938 408, 410
9. ზიკო (ბრაზილია) 1971-1994 596, 406
10. გერჰარდ მულერი (გერმანია) 1965-1981 507, 405
11. უგო სანჩესი (მექსიკა) 1976-1997 662, 394
12. ფერენც სუსა (უნგრეთი) 1940-1961 462, 393
13. კარლოს ბიანკი (არგენტინა) 1967-1984 546, 385
14. ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა) 1945-1966 521, 377
15. გუნარ ნორდალი (შვედეთი) 1940-1958 463, 376
16. ჯეიმს გრივსი (ინგლისი) 1957-1971 527, 366
17. დელიო ონისი (არგენტინა) 1968-1986 560, 363
18. ჰიუ ფერგიუსონი (შოტლანდია) 1916-1930 422, 361
19. იოჟეფ ტაკაჩი (უნგრეთი) 1920-1940 355, 360
20. არტურ ფრიდენრაიხი (ბრაზილია) 1910-1934 323, 354
91. შოთა არველაძე (საქართველო) 1991-2008 430, 263
186. ზურაბ იონანიძე (საქართველო) 1990-2009 482, 231
იბეჭდება შემოკლებით ... |