სპარინგი თასის მფლობელ ზღვისპირელებთან
|
2012 წლის პირველმა საფეხბურთო მატჩმა ზესტაფონში დიდი ინტერესი გამოიწვია
|
16 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მიმდინარე წელს პირველი მატჩი გამართა. ზესტაფონში გამართულ სპარინგ-შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონი ეროვნული თასის მოქმედ მფლობელ საფეხბურთო კლუბ ”გაგრას” დაუპირისპირდა.
ქართული ფეხბურთის უმაღლესი ტიტულების მფლობელები ერთმანეთს ზესტაფონელთა ბაზაზე დაუპირისპირდნენ და მატჩს 300-მდე ადგილობრივი ქომაგი დაესწრო. გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს:
”ზესტაფონი”: კვასხვაძე (მამალაძე, 46), ღონღაძე (თორნიკე გრიგალაშვილი, 46), თედო გრიგალაშვილი (კობახიძე, 46), ონიანი (საჯაია, 46), ბენაშვილი (ელიავა, 34), ბერაია (გორგიაშვილი, 46), შარიქაძე (ბაბუნაშვილი, 46), რაჟამაშვილი (სამუშია, 46), ჭანკოტაძე (აფციაური, 46), ფიფია (მუჯირი, 32; (მენთეშაშვილი, 60)), წინამღძვრიშვილი (დვალი, 46).
”გაგრა”: ბეგაშვილი (მაღრაძე, 46), ტყეშელაშვილი (კალანდაძე, 81), ჯგერენაია, ხუციძე (ზვიადაძე, 82), კალანდაძე (ნარმანია, 70), ყურულაშვილი (ნადირაძე, 46), ჯალიაშვილი (ხოჯაშვილი, 50), სარდალიშვილი (კიკნაველიძე, 41), ნ. ჯიშკარიანი (თ. ჯიშკარიანი, 50), ჯერემია, ჭკუასელი (კვანტალიანი, 46).
შეხვედრის საწყისი წუთები ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა და უკვე 6-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიშში დაწინაურება მოახერხეს - თეიმურაზ ღონღაძის კარგი გადაცემის შემდეგ დავით რაჟამაშვილი სტუმართა საჯარიმოში შეიჭრა და თავის ახალი გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო გოლიც გაიტანა. 28-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა - ნიკოლოზ ჯიშკარიანმა თავის შანსი ცივსისხლიანად გამოიყენა. ამის შემდეგ გაიხარა თავად და გაახარა ქომაგები ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მწყობრში დაბრუნებულმა რატი წინამძღვრიშვილმა - მან სტუმართა კარი შორიდან უძლიერესი დარტყმით 39-ე წუთზე დალაშქრა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიშში მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა - ჯერ ზესტაფონელთა რიგებში პირველი გატანილი გოლით თავი გამოიჩინა დავით მუჯირმა, რომელმაც 49-ე წუთზე მიზანს, მისთვის დამახასიათებელ სტილში, უძლიერესი დარტყმით მიაღწია; 52-ე წუთზე კი თავი უკვე ჯაბა დვალმა გამოიჩინა. 59-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებთან დანიშნული ჯარიმა ეფექტური დარტყმით გოლად გაგრელმა ნუგზარ ხოჯაშვილმა აქცია. მატჩის საბოლოო ანგარიში კი 69-ე წუთზე დაფიქსირდა - ჯაბა დვალმა დღევანდელ შეხვედრაში გატანილი რიგით მეორე გოლიც ძალიან ეფექტურ სტილში გაიტანა.
საბოლოოდ, ახალი წლის პირველ შეხვედრაში გამარჯვება ზესტაფონელებს დარჩათ - 5-2.
შემდეგ სპარინგ-მატჩს მარგველები 24 იანვარს გამართვაენ - ზესტაფონს მატვილის საფეხბურთო კლუბი "მერანი" ესტუმრება. მატჩის დასაწყისი - 15:00 საათზე.
|