11.01.2012

 

 

 

 

მარგველთა კიდევ ერთი ახალწვეული

 

 

 

 

 

 

გოგა ბერაია ”ზესტაფონის” ფეხბურთელია

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონშიმატებაა - მარგველთა 27 წლის ახალწვეულის სახელია გოგა ბერაია. ქართველი ნახევარმცველი, რომელიც ბოლოს თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოში” ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 3 წლის (1+2 სისტემით) განმავლობაში დაიცავს.

 

ორიოდე სიტყვით ქვეყნის ჩემპიონთა და მიმდინარე ეროვნული პირველობის ახალწვეულის შესახებ:

გოგა ბერაია - ნახევარმცველი; დაბადებულია - 26.01.1984; სიმაღლე - 174 სმ, წონა - 71 კგ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: "დინამო" (სტავროპოლი, რუსეთი) - 1999-2001, 2003-2005; "ბიოლოგი" (კრასნოდარის მხარე, რუსეთი) - 2001-2003; "ქიაფაზი" (განჯა, აზერბაიჯანი) - 2005-2006; "ყარაბახი" (აგდამი, აზერბაიჯანი) - 2006-2008; "გაბალა" (გაბალა, აზერბაიჯანი) - 2009-2011; "დინამო" (თბილისი) - 2011.

 


საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005