05.01.2012

 

 

 

 

სტატისტიკა და ციფრები

 

 

 

 

 

საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი (საშემოდგომო) ნაწილი ისტორიის კუთვნილება გახდა. ჩვენ კი გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონსა” და კლუბის ფეხბურთელთა ინდივიდუალურ მიღწევებს უკავშირდება.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც დაარსებულია 2004 წლის 18 ივნისს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სადღეისოდ გამართული აქვს 238 მატჩი, აქედან 140 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 49 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 49-ჯერ კი იმარჯვეს მარგველთა მეტოქეებმა. ბურთების სხვაობაა 403-191. ამ მატჩებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 469 ქულა.

სწორედ მიმდინარე სეზონის ახლახან დასრულებულ პირველ ეტაპზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” აღნიშნა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩებში მეტოქეთა კარში გატანილი საიუბილეო მე-400 გოლი. თბილისის ”დინამოსთან” 2011 წლის 14 დეკემბერს გამართულ და დიდი ანგარიშით (5-1) მოგებულ შეხვედრაში საიუბილეო გოლის ავტორად ზაალ ელიავა მოგვევლინა.

საინტერესოა, რომ მარგველთა მე-300 და მე-200 გოლების ავტორი ნიკოლოზ გელაშვილი გახლავთ - მე-300 გოლი ნიკამ რუსთავის ”ოლიმპთან” 2010 წლის 29 აგვისტოს გამართულ შეხვედრაში, ხოლო მე-200 2008 წლის 2 ნოემბერს ”გაგრასთან” მოგებულ მატჩში გაიტანა. მე-100 გოლი 2006 წლის 18 ნოემბერს ლეგენდარულმა ზურაბ იონანიძემ თელავში გაიტანა, ხოლო უმაღლეს ლიგაში ”ზესტაფონის” პირველი გოლი გიორგი ქურციკიძის ანგარიშზეა (2004 წლის 2 აგვისტო, ს. კ. ”თბილისთან” საშინაო შეხვედრა).

ირაკლი ძარია და ნიკოლოზ გელაშვილი გახდნენ შესაბამისად მარგველთა რიგით მეხუთე და მეექვსე წარმომადგენლები, რომლებმაც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით გამართული მატჩების საპატიო ”100-მატჩიანი ზღვარი” გადალახეს. ჩემპიონატის პირველი ნახევრის ფინიშს ირაკლი ძარია 108-მატჩიანი, ხოლო ნიკოლოზ გელაშვილი 107-მატჩიანი მაჩვენებლით შეხვდნენ. რაც შეეხება ზესტაფონელთა რიგებში 122 მატჩის ჩამტარებელ ალექსი ბენაშვილს, სადღეისოდ ის ამ მაჩვენებლით კლუბის რეკორდსმენი გახლავთ.

ზემოთნახსენები სამეულის გარდა, ფეროელთა მაისურით ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობისას გადალახული 100-მატჩიანი მაჩვენებლით კიდეც 3 ფეხბურთელი იწონებს თავს - სევასტი თოდუას ”ზესტაფონის” ღირსება 116, გიორგი ხიდეშელს - 114, ხოლო ზურაბ იონანიძეს - 113 შეხვედრაში დაუცავთ. გუნდში სადღეისოდ მოასპარაზე ფეხბურთელთაგან ”100-მატჩიანი ზღვარს” ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი მიუახლოვდა - როინ კვასხვაძე - 94, შოთა გრიგალაშვილი - 87, ზაალ ელიავა და ჯაბა დვალი - 83-83, გიორგი ონიანი - 82, თორნიკე აფციაური - 80, გოგი ფიფია - 79, ხოლო თორნიკე გორგიაშვილის ანგარიშზე გუნდის მაისურით გამართული 73 მატჩია.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კლუბის ღირსება ერთბაშად 7 ეროვნულ ჩემპიონატში ორ ფეხბურთელს (ალექს ბენაშვილი და როინ კვასხვაძე) დაუცავს .

აღნიშვნის ღირსია კლუბის საუკეთესო გოლეადორთა ”ჭიდილი” - სადღეისოდ ზესტაფონელ მეგოლეთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს ნიკოლოზ გელაშვილი - ქვეყნის 2009 და 2011 წლების საუკეთესო ბომბარდირის ანგარიშზე ეროვნულ ჩემპიონატის მატჩებში გატანილი 63 გოლია. 48 გოლით მეორე ადგილზე ზურაბ იონანიძე გახლავთ. შესაბამისად 33, 21 და 19 გატანილი გოლით, მათ კვალში ჯაბა დვალი, გოგა ფიფია და რატი წინამძღვრიშვილი მოჰყვებიან.

მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატის 18 ტურში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით 26 ფეხბურთელმა იასპარეზა. ზესტაფონელთა მიერ გატანილი 37 გოლი 13 ფეხბურთელის ანგარიშზეა, იმერლებმა 27 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღეს.

 

 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ფეხბურთელთა ინდივიდუალური მაჩვენებლები XXIII ეროვნულ ჩემპიონატში

ფეხბურთელი

თამაში

გოლი

ჯაბა დვალი
16
9
თორნიკე გორგიაშვილი
16
2
ზაალ ელიავა
16
2
თორნიკე აფციაური
16
1

შოთა გრიგალაშვილი

15
4

ირაკლი ძარია

15
1

გიორგი ონიანი

15
-

შოთა ბაბუნაშვილი

14
1

მამუკა კობახიძე

13
-

ალექს ბენაშვილი

12
-

ნიკოლოზ გელაშვილი

11
7

როინ კვასხვაძე

11
- 11

რატი წინამძღვრიშვილი

10
5
 

ფეხბურთელი

თამაში

გოლი

ედიკ საჯაია
10
-
თეიმურაზ ღონღაძე
10
1
მიშო სარდალიშვილი
9
1
გოგი ფიფია
9
1

საბა ლომია

8
2

კახა ალადაშვილი

8
-

ზურაბ მამალაძე

8
- 4

გიორგი ჭანკოტაძე

3
-

თორნიკე გრიგალაშვილი

2
-

მურთაზ დაუშვილი

2
-

მალხაზ გაგოშიძე

1
-

ნოდარ კიკნაველიძე

1
-

ბერდია შარვაძე

1
-

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005