ჯაბა დვალის აღიარება
განვლილი 2011 წელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე სპორტულ მედიასთან ერთად შეაჯამა.
შემაჯამებელ ღონისძიებას, სფფ–ის თანამშრომლებთან ერთად ქართული სპორტული მედიის თითქმის ყველა წარმომადგენელი ესწრებოდა.
ღონისძიებაზე მოკლედ იქნა მიმოხილული ყველა ის პროექტი, რომელიც ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ განვლილ წელს განახორციელა ან განხორციელება დაიწყო – ნაკრების საწვრთნელი ბაზა „ბასა“, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია, ლაგოდეხის ბაზის მშენებლობა და ამასთან, მომავალი წლის გეგმებიც გაჟღერდა.
ამის შემდეგ, სფფ–ის პრეზიდენტმა პირადად დააჯილდოვა წლის გამორჩეული ოთხი სპორტული ჟურნალისტი... ჟურნალისტებს საჩუქრად საქართველოს ეროვნული ნაკრების სრული ეკიპირება გადაეცათ.
ფიფას არბიტრმა – ლაშა სილაგავამ კი, C კატეგორიის ლიცენზიები გადასცა იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც სფფ–ის მიერ ორგანიზებული მწვრთნელთა განათლების სპეციალური კურსი გაიარეს.
პრეზენტაციაზე გაჟღერდა იმ გამოკითხვების შედეგები, რომლებსაც სფფ– ის ფეისბუქის გვერდზე უამრავმა გულშემატკივარმა მისცა ხმა. პირველი გამოკითხვის შედეგად, წლის საუკეთესო ლეგიონერად, ეროვნული ნაკრების წევრი – დავით თარგამაძე დასახელდა. ეროვნული ჩემპიონატის გამორჩეულ ფეხბურთელად კი, გულშემატკივრებმა საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თავდამსხმელი – ჯაბა დვალი აღიარეს. ობიექტური მიზეზების გამო, დავით თარგამაძე ღონისძიებას არ ესწრებოდა. ჯაბა დვალს კი, სამახსოვრო საჩუქარი ვეტერანმა ფეხბურთელმა – მურთაზ ხურცილავამ გადასცა...
იბეჭდება შემოკლებით ...
|